ადვოკატი – საერთო ჯამში, ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ

ავტორი
Front News საქართველო
სპეციალისტებსაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მე-18 დღეს შესაძლებელია უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო ჯანმრთელობის კუთხით, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება შიმშილობის უარყოფითი შედეგები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს.
“მე-18 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, დღითიდღე საერთო სისუსტე მოიმატებს და შიმშილობის უარყოფითი მხარეები მის ჯანმრთელობაზე აისახება. ბოლო დღეებში მას ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე, თავს გრძნობს მხნედ. აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. სპეციალისტებსაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მე-18 დღეს შესაძლებელია უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო ჯანმრთელობის კუთხით, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე.
მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩამოვიდეს შეხვედრების ოთახში. დღეის მდგომარეობით, მას ამის საშუალება აქვს, პრობლემები გადაადგილებასთან არ ნიშნავს, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია, უბრალოდ, ვერ გადაადგილდება ისე, როგორც აქამდე გადაადგილდებოდა”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.





