Logo

ადვოკატი – საუბრის რიტორიკა, მოძრაობა, გადაადგილება ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა

საზოგადოება
719
Frontnews image description

შიმშილობა უკვე შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგს უკვე თვალნათლივ ვხედავთ, ამის შესახებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს. 

 

მისი თქმით,  მიუხედავად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს.

 

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შიმშილობა უკვე შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგს უკვე თვალნათლივ ვხედავთ. გადაადგილებასთან დაკავშირებით, უკვე არის პრობლემები, ასევე მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა. ასევე, როცა ის საუბრობს, მისი საუბრის რიტორიკა, მისი მოძრაობა, გადაადგილება უკვე მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა.

 

ამის მიუხედავად, მიშა არის ძალიან მხნედ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს და უფრო დაამძიმებს. დღეს უკვე პრობლემების წინაშეა”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მე-12 დღეა, შიმშილობს, მიუხედავად გართულებებისა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები