ადვოკატი – სოსო გოგაშვილი ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას აპირებს

ავტორი
Front News საქართველო
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ადვოკატის დიმიტრი ღონღაძის თქმით, სოსო გოგაშვილი მის ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებას სავარაუდოდ, 25 ივლისიდან დაიწყებს.
“იგი ფლობს ინფორმაციას, მას აქვს გარკვეული გეგმა და ნელ-ნელა ეტაპობრივად გააჟღერებს. ეს ინფორმაციები არ შეეხება მარტო არჩევნებს, მისი განმარტებით, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გოგაშვილი დაკავებას მის აქტიურობას და ინფორმაციების გასაჯაროების დააანონსებას უკავშირებს.
თაგები:
სოსო გოგაშვილი




