ადვოკატი – სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
უმოკლეს ვადაში სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო! – ამის შესახებ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, იქნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან.
“პირველი რთული ეტაპი დაძლეულია წარმატებით! უმოკლეს ვადაში სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო! გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან”, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეს 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი ედება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. საქმეზე დაცვის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად ბრალი კიდევ 10 პირს აქვს წაყენებული.
თაგები:
ანდრო ჭიჭინაძე