ადვოკატი – თემურ ქათამაძე პროტესტს გამოთქვამს და უარს ამბობს დროებითი მოთავსების ცენტრში გამოკვლევების ჩატარებაზე


ავტორი
Front News საქართველო
ის პროტესტს გამოთქვამს და უარს ამბობს დროებითი მოთავსების ცენტრში გამოკვლევების ჩატარებაზე, – ამის შესახებ დაკავებული თემურ ქათამაძის უფლებადამცველმა მარიამ გაბროშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 15 თებერვალს ქათამაძეს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა კვლევები.
“სამედიცინო დოკუმენტაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვფლობთ 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე მხოლოდ და ამის შესახებ ჯერჯერობით არ მოგვწოდებია ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც მიმართული გვაქვს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისთვის და ველოდებით პასუხს. ამ პერიოდის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ, 15 თებერვალს იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, როგორც ის ამბობს, მას ჩაუტარდა გამოკვლევები, გადასხმები, თუმცაღა რამდენიმე საათის შემდეგ ის კვლავ დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, რომ დარჩენილიყო კლინიკაში მუდმივი მონიტორინგის მიზნით. ამაზე მას უარი უთხრეს, რასთან დაკავშირებითაც ახლა ის პროტესტს გამოთქვამს და უარს ამბობს დროებითი მოთავსების ცენტრში გამოკვლევების ჩატარებაზე”, – განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.
თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს. 18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება. თემურ ქათამაძე 17 იანვრის შემდეგ შიმშილობს.
თაგები:
თემურ ქათამაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს