Logo

ადვოკატი - თუ გამოვა მზია ამაღლობელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, საქმე გვექნება უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებასთან

სამართალი
369
Frontnews image description

თუ გამოვა მზია ამაღლობელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, საქმე გვექნება უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებასთან, - ამის შესახებ ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.  

მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარებას გულისხმობს.

"აქ საუბარია, როგორც გამოძიების ნაკლოვნებებზე, არასწორ პოლიტიკურ შეფასებებზე, არასწორ ბრალდებებზე და ეს ყველაფერი არის იმ ფაზაში, სადაც სასამართლოს წარედგინება ჩვენი შეჯერებული პოზიცია. საპროცესო შეთანხმება გულისხმობს თავისთავად აღიარებას დანაშაულის, ბუნებრივია, ეს საკითხი განვიხილეთ, მაგრამ მზიას პოზიცია არის ცალსახა - გამორიცხულია აღიარო ის კვალიფიკაციით, რაც ბრალად ედება და რაც არ ჩაუდენია. 

თუ გამოვა მზიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, საქმე გვექნება უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან, პოლიციელზე თავდასხმა სულ სხვა რაღაცაა, სხვა სიმძიმე და დატვირთვა აქვს და ჩვენ გვჯერა, რომ იმ მტკიცებულებების, იმ სასამართლოს განხილვის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა თვეების განმავლობაში, ამ კვალიფიკაციით და საერთოდაც, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მზია ამაღლობელთან მიმართებაში არის შეუძლებელია",  - განაცხადა კახა წერეთელმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სასამართლოს სხდომას ესწრებიან ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლები.

Advertisement