Logo

ადვოკატი - ველოდებით, რომ მოიყვანენ რამდენიმე პოლიციელს, რომელიც იტყვის დაზეპირებულ ტექსტს, რომ ნიკა მელიამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სიგიჟეა

პოლიტიკასამართალი
141
Frontnews image description

ველოდებით, რომ მოიყვანენ რამდენიმე პოლიციელს, რომელიც იტყვის დაზეპირებულ ტექსტს, რომ ნიკა მელიამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სიგიჟეა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე საქმის მასალებს თვეებია, ითხოვს.

"ველოდებით, რომ მოიყვანენ რამდენიმე პოლიციელს, რომელიც იტყვის დაზეპირებულ ტექსტს, რომ ნიკა მელიამ მათ შეურაცხყოფა  მიაყენა, რაც სიგიჟეა. რა თქმა უნდა, მათ არ ექნებათ არანაირი ჩანაწერი და მოსამართლეც არგუმენტაციის გარეშე გაიზიარებს მოსაზრებას.

ჩვენ თვეები ვითხოვდით, რომ საერთოდ რა საქმე იყო, იყო თუ არა საერთოდ რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ნიკასთან და სხვა პირებთან ამ ფაქტის ირგვლივ, რომლებმაც განმარტეს, რომ როდესაც ნიკა მიდიოდა კონკრეტულ გადაცემაში ინტერვიუს მისაცემად, მას ჩაუსაფრდნენ, წაართვეს მობილური ტელეფონი, მოგლიჯეს მანქანიდან კამერები და ამის შემდეგ 5 თვის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ იყო", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ნიკა მელიაც ესწრება.

ნიკა მელია 25 მაისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

Advertisement