Logo

ადვოკატი - ვითხოვთ, გაცხადებული პოზიციების შეფასებას, პოლიტიკური ნების ამოკლებას და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას

სამართალი
168
Frontnews image description

მეორე ინსტანციის სასამართლოსგან ვითხოვთ, უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებებისა და გაცხადებული პოზიციების შეფასებას, პოლიტიკური ნების ამოკლებას და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

"იმისათვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეს, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი წესრიგი. იმისთვის, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილო - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა უნდა არსებობდეს. საზოგადოებრივი წესრიგის ნაცვლად არსებობდა - სპეციალურად მომზადებული, ბორბლებიანი საწამებელი ოთახები, არსებობს 500 ნაწამები ადამიანი და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები. ეს კი საზოგადოებრივი წესრიგი არ არის.

მეორე ინსტანციის სასამართლოსგან ვითხოვთ, უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებებისა და გაცხადებული პოზიციების შეფასებას, პოლიტიკური ნების ამოკლებას და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას", - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 17 აპრილს გამოაცხადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 2 წლით პატიმრობა 2025 წლის სექტემბერში მიუსაჯა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები