ადვოკატი – ზურაბ ზვიადაური ამბობს, რომ არავის სიკვდილი, გაუბედურება და დაზიანება არ სურდა, გულწრფელად ნანობს


ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატები ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს შეხვდნენ. მათი თქმით, ზურაბ ზვიადაური დაპირისპირებული მხრიდან მოკლულ ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე პოზიციაზეა.
მოწმეებს ჩვენც გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისათვის, რომ რეალობა დადგინდეს, რადგან არ არის ჯერჯერობით მოწმეთა ბაზა ამოწურული და დაკითხული ყველა. დავეხმარებით გამოძიებას მოწმეთა ბაზის დადგენაში, მტკიცებულების მოძიებაში და დადგენაში”, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.
ადვოკატებმა დღესვე ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
თაგები:
ზურაბ ზვიადაური

ადვოკატი – კონფლიქტში მონაწილეობა ზურაბ ზვიადაურს არ მიუღია, შემდეგ დაურეკა ძმამ და მივიდა, რომ წამოეყვანა

ზურაბ ჯაფარიძე – ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით და არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას

გიორგი ვოლსკი – უკრაინა ევროპისთვის დღეს წარმოადგენს ფარს და უკრაინა ამბობს, რატომ არ იხსნება მეორე ფრონტი? ეს აიტაცა ნაცმოძრაობამ და ამბობს, მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს