Logo

ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

სამართალი
686
Frontnews image description

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც გუშინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს, ბრალს აღიარებს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

 

ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.

 

მისივე განცხადებით, გარდა იმისა, რომ შუბითიძე ბრალს აღიარებს, ასევე ინანიებს, რომ ხელი დაადო საჯაროდ მის კოლეგებს, როგორც საქმის სავარაუდო გამყალბებლებს.

 

ბუცხრიკიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ შუბითიძემ ბრალი აღიარა, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს.

 

სერგო შუბითიძემ 29 აპრილს “შაბათის ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება გაყალბდა.

Advertisement