Logo

AFP - მოლაპარაკებებზე აშშ უკრაინაზე დონბასის ნაწილის დათმობის მიზნით ზეწოლას ახდენდა

უკრაინა
203
Frontnews image description

ბერლინში გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკელი მომლაპარაკებლები უკრაინაზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ დონბასის მის მიერ კონტროლირებადი ნაწილი დათმოს როგორც რუსეთთან სამშვიდობო პროცესის პირობა, - ამის შესახებ AFP წერს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოლაპარაკებებში "მნიშვნელოვანი პროგრესი“ გამოაცხადა შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ჯარედ კუშნერი.

ამავდროულად, AFP-ის წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოზიცია უცვლელი რჩება: ვაშინგტონი მოითხოვს, რომ უკრაინამ გაიყვანოს თავისი ჯარები დონბასის მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. კიევი უარყოფს ამ მოთხოვნას და ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს რუსეთისთვის წინასწარი ტერიტორიული დათმობების გარეშე.

"პუტინს ტერიტორია სურს“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ აშშ-ის მოთხოვნები არსებითად ემთხვევა მოსკოვის პოზიციას. მან ამერიკული პოზიცია "გარკვეულწილად უცნაურად" შეაფასა.

მედიის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელი ლიდერების - კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 15 დეკემბერს ბერლინში არის დაგეგმილი. მოლაპარაკებების დროს მხარეები უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხილვას გეგმავენ.

ერთი დღით ადრე, გერმანიის დედაქალაქში მოლაპარაკებები დაიწყო ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციას, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს და დონალდ ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს შორის. მოლაპარაკებები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც უიტკოფმა „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ განაცხადა.

დღეს, 15 დეკემბერს, ბერლინში დაიწყო უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის კონსულტაციების მეორე რაუნდი ომის დასრულების აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით.

თაგები:

დონბასი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები