
ავტორი
Front News საქართველო
ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს ურჩევს, აღდგომის პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს თავი აარიდონ. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ არასწორია იმის მტკიცება, თითქოს კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია, რადგან მაჩვენებლები სტაბილურია.
"საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობა არ უნდა შევაფასოთ, როგორც მესამე ტალღა. აღდგომის პერიოდში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ იმ თავყრილობებისგან, სასაფლაო იქნება ეს, თუ ეკლესია, რაც ალბათ, ინფიცირებულთა რიცხვს გაზრდის. აღდგომის პერიოდში ჩვენი რეკომენდაცია იქნება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეკლესიას სასაფლაოს მაქსიმალურად თავი ავარიდოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს