
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელი დღის მაჩვენებელი, 2 ათასზე მეტი ინფიცირებული, აღდგომამდე გამართულმა ქეიფებმა მოიტანა, ხოლო აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განცხადა.
"საერთოდ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ხომ შეგვიძლია საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. ყველას გვახსოვს, რა მოგვივიდა ნოემბერში და რატომ მოგვივიდა, ისიც ხომ გვახსოვს. დღეს თუ მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ რეგულაციებს, რაც პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი, გავუძვრებით სიტუაციას. დღეს ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა პირბადის ტარება და ხალხმრავალ ქეიფებისთვის თავის არიდება. ეს არის იმის საფუძველი, რომ როგორმე გავუძვრეთ ამ მატებას. დღევანდელი დღის მაჩვენებელი, 2 ათასზე მეტი ინფიცირებული, აღდგომამდე გამართულმა ქეიფებმა მოიტანა, ხოლო აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს