აღმოსავლეთის სარდლობის ათეულის დონის შეჯიბრებითი წვრთნა დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის შეჯიბრებითი სწავლება საუკეთესო ქვეითი ათეულის გამოვლენაში სამი დღის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში მიმდინარეობდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების 8 ათეულმა 72 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტაქტიკური დავალება შეასრულა, რაც მოიცავდა რთულ რელიეფზე ტაქტიკურ გადაადგილებას, საპატრულო ბაზის დაკავებასა და ოპერაციის განხორციელებას, ასევე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებას.
დასკვნით ეტაპზე ქვეითი ათეულები მოწინააღმდეგის პოზიციის აღმოჩენაში, იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მათ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენეს. რვა ათეულს შორის გამარჯვება მოიპოვა პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 ბატალიონის ათეულმა. ქვედანაყოფის სამხედროები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სერტიფიკატებით, კოინებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
შეჯიბრებითი სწავლება ათეულის დონის ქვედანაყოფებისთვის ტაქტიკური დავალებების შესრულებისას უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას ისახავდა მიზნად. შეჯიბრებითი სწავლება ინსტრუქტორ-მაკონტროლებლების დაკვირვებით მიმდინარეობდა და დადებითად შეფასდა.
თაგები:
თავდაცვის ძალები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა