Logo

აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

Frontnews image description

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"რამდენიმესაათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, თბილისში აგლაძის ქუჩაზე, შერეულ სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავების და მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და საწყობების მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

აგლაძის ქუჩაზე სულ მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ოცამდე ჯგუფი. 
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი", – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები