აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა


ავტორი
Front News საქართველო
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
თაგები:
აგვისტოს ომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს