Logo

“აიღო ელემენტარულად კვერცხი, შოვნას რა უნდა და მიალეწა სახეში, როგორც იმსახურებდა”

პოლიტიკა
530
Frontnews image description

ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერზე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ინციდენტში ერთ-ერთი მონაწილე მირზა თეთევაძე აცხადებს, რომ გიორგი კირთაძე “კვერცხის სროლას იმსახურებდა”.

 

პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” წევრი ამტკიცებს, რომ მედიის წარმომადგენლები “რაღაც პროვოკაციას” ამზადებდნენ.

 

“ჩვენ დიახაც გამოკითხვაზე ვიმყოფებოდით მთელი დღე. რაღაც პროვოკაციას ამზადებდით გუშინ, ამზადებდით, აქ მოსული, ღამ-ღამობით, შეთანხმებულად მოქმედებთ, “ნაციონალური მოძრაობასთან” ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ, ღამ-ღამობით დადიხართ, ჩვენ ოფისებს საღებავებს ასხამთ, სელფებს იღებთ. 

 

ჩვენმა თანამოაზრემ დაინახა, რომ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ჩვენ ოფისს, აიღო ელემენტარულად კვერცხი, შოვნას რა უნდა, ვერ იშოვიდა თუ რა და მიალეწა სახეში, როგორც იმსახურებდა ნებისმიერი ქართველისგან”, – განაცხადა თეთვაძემ. 

 

გიორგი კირთაძეს ბათუმში, პირდაპირი ჩართვის დროს 19 დეკემბერს დაესხნენ თავს, მომხდარზე სამი ადამიანი გამოიკითხა და ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები