Air Astana-მ ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 27 მაისს, Air Astana-მ ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. Airbus 320 ტიპის თვითმფრინავით ყაზახეთიდან საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა.
ყაზახეთის ქალაქი ატირაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი მიმართულებაა. ატირაუ-თბილისი-ატირაუს საჰაერო ხაზზე Air Astana კვირაში სამჯერ, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს.
ამასთანავე, Air Astana 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ოთხჯერ ასრულებს ავიარეისებს ქალაქ ასტანის მიმართულებით და კვირაში 10-ჯერ ქალაქ ალმათის მიმართულებით.
ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Air Astana კვირაში ხუთჯერ სიხშირით ავიარეისებს ასრულებს ალმათიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.
ქალაქი ატირაუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქია ყაზახეთში, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით. ატირაუს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 8 კმ-ით არის დაშორებული და უზრუნველყოფს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს, მათ შორის ევროპის მიმართულებითაც.
თაგები:
Air Astana

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს