აკაკი ალადაშვილი - ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ალადაშვილი ეხმიანება ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
აკაკი ალადაშვილის განცხადებით, აღნიშნული შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.
"საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
ევროკომისიის ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში 10-დან 6.63 ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილზეა, რაც ქვეყანას ევროპის ოცეულში აყენებს.
ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, მათ შორის პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ესპანეთს, პოლონეთსა და სხვას.
სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია. სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო ქმნის გარანტიას, რომ სამართალი ყველა მოქალაქისთვის თანაბრად მოქმედებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო სექტორი, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის ცენტრის კვლევის თანახმად, კეთილსინდისიერების რეიტინგით მსოფლიოში 29-ე, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით 19-ე ადგილზეა.
ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მიზანმიმართული მუშაობით, ძალისხმევითა და მონდომებით კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ“,- წერს აკაკი ალადაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
აკაკი ალადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს