აკაკი ბობოხიძე – ან შეეგუონ, რომ ჟურნალისტებისგან ექნებათ არაკომფორტული კითხვები, ან პოლიტიკიდან წავიდნენ


ავტორი
Front News საქართველო
“სუსტი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების მქონე ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არაა”- ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე კახი კალაძის მიერ მედიის მისამართით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას.
“გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ან შეეგუონ, ჟურნალისტებისგან ექნებათ არაკომფორტული კითხვები, ან პოლიტიკიდან წავიდნენ”, – აღნიშნა ბობოხიძემ.
კახა კალაძემ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ის ძალადობა, რაც ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ, დასჯადი ქმედებაა და სამარცხვინოა, თუმცა, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც “სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან, ტელეეთერებიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს