აკაკი ბობოხიძე – ბიძინა ივანიშვილს ყოველ არჩევნებზე ხელისუფლების შენარჩუნება უფრო და უფრო უჭირს


ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილს ყოველ არჩევნებზე ხელისუფლების შენარჩუნება უფრო და უფრო უჭირს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე აცხადებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მიმართ იმედგაცრუება ჩნდება, ხელისუფლების შეცვლის ყველა გზა მაინც არჩევნებამდე მიდის.
“ფაქტია, რომ ივანიშვილს არჩევნების გზით ხელისუფლების შენარჩუნება მუდმივად უჭირს, კიდევ უფრო ურთულდება, მოუწია იმის გაკეთება, რაც არ გაუკეთებია წინა არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტის გაკეთება მოუწია, უფრო ნაკლები შედეგი დადო, ოღონდ ჯერჯერობით ის ძალაუფლებას ინარჩუნებს.
ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს – საარჩევნო გზა, ან არასაარჩევნო გზა. მიმაჩნია, რომ ორივე გზა ლეგიტიმურია, მაგრამ არასაარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლის გზას გაცილებით მეტი მობილიზაცია ჭირდება, ვიდრე არჩევნებს, ამიტომ დამოკიდებულება რომ არჩევნები დასრულდა საქართველოში, არ მგონია სწორი. მით უფრო, რომ თუ ჩვენ უფრო მეტისთვის ვართ მზად, მაშინ მზად ვიქნებით არჩევნებით გამარჯვებისთვისაც. ამ ორ გზას შორის განსხვავება ისაა, ჯერ უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, თუ ჯერ ვიშორებთ ივანიშვილს და მერე ვნიშნავთ არჩევნებს, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც არჩევნებამდე მივდივართ”, – აცხადებს ბობოხიძე.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციის გეგმას მოისმენს და შეაფასებს რამდენად რეალისტურია ის.
თაგები:
აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე – თუ მიხეილ სააკაშვილი იმით ტრაბახობს, რომ მან ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველიც გააქტიურა, ჩვენც სწორედ ამას ვამბობთ

აკაკი მინაშვილი – რაც უფრო ხისტია ხელისუფლების პოზიცია, კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება საპროტესტო ტალღაში

პაატა ზაქარეიშვილი – თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი დაიღალა, სახლში წავიდა და ხვალ არ გამოვა, ძალიან ცდება, ეს უფრო საშიში სიტუაციაა