Logo

აკაკი ბობოხიძე – დღეში ორჯერ შეცვალო პოზიცია, ეს უკვე “ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი უჭირს

პოლიტიკა
1456
Frontnews image description

დღეში ორჯერ შეცვალო პოზიცია, ეს უკვე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი უჭირს, დილით ნათქვამი შუადღეზე შეცვალეს, მაგრამ მეორედ  უკვე ვეღარ გადათქვეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო დელეგაციის მიღმა “ქართული ოცნების“ ხრიკების გამო აღმოჩნდა. 

 

“რა გაათამაშა ამ ხელისუფლებამ –  ჯერ ახვეწნინა ოპოზიციას, რომ წავიდეთ ერთად, მერე გამოვიდა და თქვა, რომ ნაციონალებთან ერთად არ წავალთ. „ნაციონალებმა“ ამაზე ეგრევე პასუხი გასცეს, რომ  თითქოს წინა დღით კი არა,  ერთი საათით ადრე ერთობლივ წასვლას არ სთავაზობდენ, – ჩვენ არც ვაპირებთ თქვენთან ერთად წამოსვლასო, როგორც კი ეს თქვეს ნაციონალებმა,  იმ წუთში ეს თქვეს, კარგი,  ჯანდაბას, ყველა ერთად წავიდეთო, ოღონდ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა…  დღეში ორჯერ შეცვალო პოზიცია, ეს უკვე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი უჭირს, დილით ნათქვამი შუადღეზე შეცვალეს, მაგრამ მეორედ  უკვე საღამოს ვეღარ გადათქვეს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები