აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველო“ პარტიულად ვერ შეუერთდება ღონისძიებებს, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია

ავტორი
Front News საქართველო
“ევროპული საქართველო“ პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პარასკევს, ოპოზიციის ნაწილის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების მიმართ შემოთავაზებაც კი არ ყოფილა კოორდინირებულ პროტესტზე.
“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია თან პარლამენტის მანდატების შენარჩუნება და თან ქუჩის პროტესტი.
“ევროპული საქართველოს” მსგავსად კოორდინაციის არქონმაზე უკმაყოფილება გამოთქვა პარტია ტრიბუნას წარმომადგენელმა, კოტე კემულარიამ, რომლის თქმით, აქციაზე რომ მივიდეს არ იცის, სად დადგეს, რადგან ადგილები ოპოზიციური პარტიების უკვე მიერ განაწილებულია.
19 ნოემბერს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” თბილისში აქცია- მსვლელობას სხვადასხვა ლოკაციიდან გამართავენ.
თაგები:
აკაკი ბობოხიძე




