Logo

აკაკი ბობოხიძე – განცხადებები, რომ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლას ურჩევნია “მშვიდობა“, უბიძგებს რუსს, რომ შემოვიდეს და მოახდინოს ოკუპაცია

პოლიტიკა
1217
Frontnews image description

განცხადებები, რომ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლას ურჩევნია „მშვიდობა“, უბიძგებს რუსს, რომ შემოვიდეს და მოახდინოს ოკუპაცია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ქვეყნის ოკუპაციის რისკს „ქართული ოცნების“ განცხადებები ზრდის.   

 

“არის თუ არა ეს ის ხელისუფლება, ვინც თავიდან აგვაცილებს ომს? -არასწორად ისმევა ეს კითხვა.  საკითხი უნდა დაისვას ასე – არის თუ არა ეს ის ხელისუფლება,  რომელიც თავიდან აგვაცილებს ოკუპაციას? თუ რუსი გადაწყვეტს ოკუპაციას და წინააღდეგობას არ გაუწევ, ცხადია,  ომი არ იქნება. ახლა შემდეგი კითხვა – ოკუპაციის რისკს ზრდის თუ არა „ქართული ოცნების“ პოზიცია?  ჯერ ერთი არავინ ითხოვდა  საქართველოს ხელისუფლებისგან ომის დაწყებას,  გამოვიდა ღარიბაშვილი და განაცხადა – ჩვენ სანქციებს არ შევუერთდებით.  ეს იყო ბანაკის დაფიქსირება, თუ სად იყო საქართველოს ხელისუფლება, რითაც პირდაპირი მესიჯი გაუგზავნა რუსეთს. 

 

უკრაინაში შესვლის საბედისწერო  გადაწყვეტილება რატომ მიიღო პუტინმა? – იმიტომ რომ მას ეუბნებოდნენ, რომ უკრაინელი ხალხი მას დახვდებოდა ყვავილებით. განცხადებები, რომ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლას ურჩევნია მშვიდობა და ბრძოლაზე უარის თქმა, სინამდვილეში უბიძგებს რუსს, რომ შემოვიდეს და მოახდინოს ოკუპაცია“-განაცხადა ბობოხიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები