Logo

აკაკი ბობოხიძე – გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოსაყვანია, მაგრამ როგორ, მე ამის რეცეპტი არ მაქვს

პოლიტიკა
01.11.2021 / 13:40
Frontnews image description

იმედი ქონდათ, რომ მიშა არჩევნებამდე რამენაირად გაძლებდა და არჩევნებით დაუსვამდენ წერტილს მის პატიმრობას, ახლა გამოდის, რომ ერთი კვირა რეგიონებში გვექნება ტურნე? – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ Front News-თან საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, გუშინ ოპოზიციის აქციაზე მკვეთრი სტრატეგია ვერ მოისმინა. 

 

“გუშინ აქციაზე ლიდერებისაგან მოვისმინე ერთმანეთისაგან განსხვავებული მესიჯები, ერთი იძახის,  რომ არჩევნები გაუქმებულია, სხვები იძახიან, რომ დავიცათ ხმებს, ამიტომ ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ერთი ნაწილი, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ჩვენი მიზნები და ამოცანები. 

 

მე ვიცი ერთი რამ, როდესაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება მოკვდეს კიდეც არჩევნებამდე, მაგრამ აი, არჩევნების გამო ვერ ვატარებთ ღონისძიებებს.  იმედი ქონდათ, რომ მიშა არჩევნებამდე რამენაირად გაძლებდა და არჩევნებით დაუსვამდენ წერტილს მის პატიმრობას, ახლა რა გამოდის, ერთი კვირა რეგიონებში უნდა გავიდნენ?  

 

გამოდის,  რომ  ახლა გვექნება ტურნე საქართველოს მასშტაბით და რაღაც  დაშლითი აქციები, თუ ეს ყველაფერი არ ემსახურება კონკრეტულ მიზანს, გამოვა მოქმედება მოქმედებისთვის მხოლოდ და არ ვიცი,  რისთვის ჭირდება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერს ეს და ვის წინაშე დასანახად”,  –  განაცხადა კაკო ბობოხიძემ. 

 

მისი თქმით, არც მას აქვს რეცეპტი, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება და აღნიშნავს, რომ თუ ვინმემ ეს იცის, იმოქმედოს.  

 

“მე თავიდავე ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა ეს არა იქნება მოკლეხნიანი პროცესი, ოღონდ რა თქმა უნდა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება 6-წლიანი პროცესი, როგორც ეს “ქართულ ოცნებას” წარმოუდგენია. მიხეილ სააკაშვილი დატოვებს ციხეს იმაზე ადრე, ვიდრე “ოცნებას” უნდა, მაგრამ დარჩევა ციხეში იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს მის გულმხურვალე მხარდამჭერებს უნდათ. 

 

თუ ვინმემ იცის რამე ღონისძიება, რაც ამ პროცესის დაჩქარებას ხელს შეუწყობს, სხვას კი ნუ ელოდება, მაშინ გამოვიდეს,  შემოგვთავაზოს, ან უფრო მეტიც, დაიწყოს მოქმედებები. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოსაყვანია, მაგრამ როგორ, მე ამის რეცეპტი არ მაქვს. იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ამის რეცეპტი არსებობს, ძალიან მარტივად აქვს წარმოდგენილი, რომ შევიკრიბოთ ბევრი და იქედან გამოვიყვანოთ, ალბათ, გულისხმობენ ფიზიკური ძალით. შეიკრიბონ და გამოიყვანონ, სახლიდან ამის ლაპარაკი ძალიან უცნაურია”, – განაცხადა ბობოხიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები