Logo

აკაკი ბობოხიძე – “ნაციონალური მოძრაობა“ დაემსგავსა “ქართულ ოცნებას“, ორივე არის უიდეო, ერთი კაცის პარტია

პოლიტიკა
23.11.2022 / 19:43
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობა“ დაემსგავსა „ქართულ ოცნებას“, ორივე არის უიდეო, ტოტალიტარული  არსით, ერთი კაცის პარტია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  “ნაციონალური მოძრაობა“ “ქართულ ოცნებასავით“ მხოლოდ ხელისუფლებისათვის მებრძოლ პარტიად იქცა.

 

“საქართველოში  ელექტორალურად ყველაზე დიდი პარტია ძალიან დაემსგავსა „ქართულ ოცნებას“, დაკარგა ღირებულებები და გადაიქცა „ქართულ ოცნებასავით“ მხოლოდ ხელისუფლებისათვის მებრძოლ პარტიად. არანაირი ფასი, არანაირი წონა სიტყვას, ღირებულებებს, იდეებს, პრაქტიკულად, „ნაციონალურ მოძრაობაში არ გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობა“ დაემსგავსა იმ პარტიას, რომელსაც ებრძვის, „ქართულ ოცნებას“, ორივე სამწუხაროდ არის უიდეო, ტოტალიტარული თავისი არსით, – ერთი კაცის პარტია, ოღონდ შეიძლება დროთა განმავლობაში, ერთი კაცი გამოცვალოს“, – განაცხადა ბობოხიძემ. 

 

მისი თქმით,  ნიკა მელიას ერთ-ერთ ბრალდებად სწორედ მიხეილ საკაშვილისგან დაშორება წაუყენეს. 

 

“ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილისაა, “ნაციონალური მოძრაობა” კი მიხეილ სააკაშვილის. ყველა ლიდერი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და ნიკა მელიას ერთ-ერთ მთავრ ბრალდებად სწორედ ეს წაუყენეს, რომ ის „დაშორდა“ თურმე მის დამფუძნებელს. არავინ განიხილა ეს დაშორება არის ობიექტური,  თუ სუბიექტური. იქნებ, სწორედ მიხეილ სააკაშვილი დაშორდა სწორედ იმ იდეებს, რის ირგვლივაც თავის დროზე შეიქმნა ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები