Logo

აკაკი ბობოხიძე – თუ მიხეილ სააკაშვილი იმით ტრაბახობს, რომ მან ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველიც გააქტიურა, ჩვენც სწორედ ამას ვამბობთ

პოლიტიკა
04.02.2022 / 22:15
Frontnews image description

თუ მიხეილ სააკაშვილი იმით ტრაბახობს, რომ მან ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველიც გააქტიურა, ჩვენც სწორედ ამას ვამბობთ, –  ასე ეხმიანება  „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი აკაკი ბობოხიძე  პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ მისი ჩამოსვლით ადგილობრივი არჩევნები აქტუალური გახადა და ოპოზიციამ გარკვეული წარმატება მოიპოვა. 

 

ბობოხიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებით გამოდის, რომ მისი ამომრჩეველი არა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, არამედ მიხეილ სააკაშვილის გამო მივიდა არჩევნებზე, 

 

“მიხეილ სააკაშვილმა რა თქვა დღეს, ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ – მე რომ არ ჩამოვსულიყავი, ამ არჩევნებში აქტიურობა არ იქნებოდა. არადა, ეს არჩევნები ხომ არ იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ეს იყო რეფერენდუმი. მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, გვინდოდა თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ივანიშვილის მმართველობა  გვინდოდა თუ არა. რას გვეუბნება მიხეილ სააკაშვილი? – მე რომ არ ჩამოვსულიყავი, ხალხი ამ არჩევნებზე არ მოვიდოდაო, გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს ეჭვი აქვს, რომ მისი ამომრჩევლისთვის რეფენერდუმის თემა, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა-არყოფნის თემა არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოტივი, რომ არჩევნებზე მოსულიყო, მოვიდნენ თურმე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის გამო, – ეს თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

რიცხობრივადაც  არ არის მართალი. 2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ზუსტად იმდენი ხმა, რაც მიიღო ამ არჩევნებზე, ანუ, მიხეილ სააკაშვილმა რა თქვა, ის რომ არ ჩამოსულიყო, „ქართული ოცნება“ გაყალბებით კი არ მოგვიგებდა, კიდევ უფრო მოგვიგებდა, ქართველ ხალხს თურმე რიგგარეშე არჩევნები არ გვინდოდა,  რეფერენდუმი არ გვინდოდა, არ მოვიდოდით თურმე აარჩევნებზე. ამას ამბობს მის ამომრჩეველზე. 

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველს, თუ მიხეილ სააკაშვილი ტრაბახობს იმით, რომ მან ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველიც გააქტიურა, ჩვენც სწორედ ამას ვამბობთ, რომ შენი ჩამოსვლით რა თქმა უნდა, გააქტიურე ქართული ოცნების ამომრჩეველი“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები