
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, ახალ უბანში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებლი სივრცე. განთავსდება საბავშვო ატრაქციონი და სკამები. იგეგმება საყრდენი კედლის მოწყობა, რომელიც ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება. მიმდებარედ მოეწყობა პარკინგის ზონა. ასევე დაგეგმილია მოაჯირის მოწყობა და გარე-განათების მონტაჟი. ტერიტორია გამწვანდება.
მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტაბატაძე და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი გიორგი კობრავა გაეცნენ.
სკვერის მოსაწყობად 72 791 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება ივნისის ბოლოს იგეგმება.
(R)
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს