
ავტორი
Front News საქართველო
ახალდაბაში, რუსთაველის ქუჩაზე კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენობის ფასადი მოწესრიგდება, ასევე დაგეგმილია შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოებს შპს “მშენ-ბენი” ასრულებს. კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია 249 777 ლარი დაჯდება.
ახალდაბის კულტურის ცენტრში განთავსებულია მერის წარმომადგენლის ოფისი, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი.
შენობის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს