
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენობის პირველ სართულზე იცვლება კარ-ფანჯარა, იხურება სახურავი, ფასადს უტარდება რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია შიდა კიბის რეაბილიტაცია.
აღნიშნული სამუშაოებისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 247 237 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს შპს “ბესთ ბილ გრუპი” ასრულებს.
ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს