
ავტორი
Front News საქართველო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაბა ახალდაბაში, ზანავსა და რველში სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაბა ახალდაბის სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები ბორდიურით და მოპირკეთდება ბაზალტის ქვით.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 40 000 ლარია გამოყო.
სოფელ ზანავში არსებულ სკვერში მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, დარჩენილი მონაკვეთი შემოიღობა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 24000 ლარი გამოიყო.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ რველში ბეტონის გზა და საბავშვო ატრაქციონი მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად 20000 ლარი გამოიყო.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს