ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში ოქტომბრის დასაწყისში თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
26 წლის გიგა ავალიანი ამ დრომდე კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თაგები:
გიგა ავალიანი




