ახალგაზრდას, რომელსაც რიონში ეძებენ, რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა და სავარაუდოდ, დეპრესია ჰქონდა

ავტორი
Front News საქართველო
თვითმხილველების თქმით, მამაკაცს, რომელსაც მდინარე რიონში ეძებენ, სავარაუდოდ, დეპრესია ჰქონდა. შემთხვევამდე მასთან ერთად მყოფების თქმით, რამდენიმე დღის წინ მას დედა გარდაეცვალა. თვითმხილველები არც სუიციდს გამორიცხავენ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ახალგაზრდა მდინარეში გადახტა და გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, ის ნასვამი იყო.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი თბილისიდან იყო და ის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა.
წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა და წყალში შევიდა. მისი შეჩერება ვერ შეძლეს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
თაგები:





