“ახალგაზრდები ერთგული არიან საქართველოს განვითარების ევროპული და დემოკრატიული გზის”


ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდები საქართველოს ევროპული და დემოკრატიული გზის ერთგული არიან, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა, რომელიც „ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ესეების კონკურსის პირველ ეტაპს დაესწრო.
„ჩვენ ერთი თვის წინ წამოვიწყეთ ახალგაზრდებისთვის კონკურსი, რომლის თემაც ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ კონკურსის თანაორგანიზატორ ევროპის უნივერსიტეტს. დღეს ძალიან ბევრი სტუდენტი მოვიდა, 200-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ. კონკურსი ტარდება როგორც ვიცი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე რეგიონებში ინტერნეტის მეშვეობით. ეს დიდი წარმატებაა და აჩვენებს, რომ ახალგაზრდები ერთგული არიან საქართველოს განვითარების ევროპული და დემოკრატიული გზის. როდესაც ამას ვხედავ, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელი“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს