
ავტორი
Front News საქართველო
“მიენიჭოს მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი და გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ” – ამ მოთხოვნით დღეს ორგანიზაცია “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” წევრებმა ევროკავშირის ელჩის სახელზე განცხადება შეიტანეს.
განცხადებაზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
“მიხეილ სააკაშვილს უნდა მიენიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასანქცირდნენ ის პირები, რომლებიც ხელს უწყობენ ნომერ პირველი პატიმრის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას. ერთი დიდი, მთლიანი რუსული სურათის ნაწილია “რუსული კანონი”, ოფშორების კანონი და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც, ეს არის სურათი, რომლის დანახვაც სურს ვლადიმერ პუტინს, რომელსაც სურს, რომ საქართველო იყოს არადამოუკიდებელი, არათავისუფალი, რუსეთის უკანა ეზო, რაც საქართველო არ იქნება. ნომერ პირველი არის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა მკვლევარმა თინათინ ქავთარაძემ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს