“ახალგაზრდებში სუიციდი უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია – ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, თუმცა საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართულობა”


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ვახტანგ გომელაურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვანის სუიციდის თემაზე დეპუტატებს უპასუხა, რომ უმძიმესი თემაა და მის გადაჭრაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს.
"რაც შეეხება 14 წლის გოგონას სუიციდს, კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. სუიციდი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საზოგადოებაში. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ მოუხერხებს. ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, უამრავ რაღაცას ვაკეთებთ – საინფორმაციო რგოლები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ არ ჩაერთო მთელი საზოგადოება, ოჯახიდან დაწყებული დამთავრებული ყველა სამინისტრო, განათლება, მთელი საზოგადოება ამას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენ მხოლოდ.
უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია, ახალგაზრდებში მით უმეტეს და ძალიან ბევრია სამუშაო. მე ვფიქრობ ამაზე ყველა ჩვენთაგანმა, არა მარტო მე პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. სუიციდი მსოფლიოში არის პრობლემა, არამარტო საქართველოში, თუმცა საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს