ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენს” დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, პირველ ივნისს, ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენს” დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა.
სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენმა” 2005 წლის 1 ივნისს დაიწყო მუშაობა. 17 წლის განმავლობაში სააგენტომ მედიაბაზარზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელის დამკვიდრება შეძლო.
2008 წლის სექტემბერში ბულგარეთში გამართულ შავი ზღვის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის მეორე ასამბლეაზე /BSENNA/ “ჯი-ეიჩ-ენი” ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2010 წლის 4 მარტიდან “ჯი-ეიჩ-ენი” შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო ააგენტოების ალიანსის თავმჯდომარე გახდა.
Front News-საქართველო ულოცავს კოლეგებს იუბილეს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა