ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება

ავტორი
Front News საქართველო
თიბისის მობაილბანკი სიახლეებს აქტიურ რეჟიმში გთავაზობთ. უკვე გაეშვა განახლებული აპლიკაცია, რომლის მთავარი მიზანიც, მომხმარებლისთვის ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებაა. ახლა, შენი ყოველდღიური გადარიცხვები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ინტუიციურია.
ეს მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის. განახლებული გადარიცხვების გვერდი თავიდან ბოლომდე შექმნილია მობაილბანკში შენი ყოველი მოქმედების გასამარტივებლად.
ახლა, შენ უკვე მარტივად იპოვი საჭირო ანგარიშს - სიაში, ძიებით ან შენახული კონტაქტებიდან.
შეასრულებ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვას ერთი გვერდიდან, საკუთარ ანგარიშებს შორის, სხვა ბანკში ან უცხოეთიდან;
ნახავ ბოლო გადარიცხვებს და ხელახლა შეძლებ მათ შესრულებას რამდენიმე წამში;
დაამატებ ხშირად გამოყენებულ ანგარიშებს და შექმნი კონტაქტების შაბლონებს - ტრანზაქციების უფრო სწრაფად შესასრულებლად.
განახლებულ აპლიკაციაში, შაბლონების გვერდი ახლა უკვე კონტაქტების სახელით დაგხვდება და ეს შესაძლებლობას გაძლევს, ერთი კონტაქტის ქვეშ უკვე რამდენიმე ანგარიში შეინახო.
ასევე, ახალი გადარიცხვების გვერდი ავტომატურ გადარიცხვებზე გამარტივებულ წვდომასა და მეტ კონტროლს გთავაზობს - გადარიცხვების დამატება და შესრულება უკვე ამავე სივრციდან შეგიძლია. დაგეგმე თითოეული გადახდის დღე წინასწარ.
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


