Logo

ახალი ფუნქციონალები თიბისის ციფრულ ბანკში

Frontnews image description

თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე, მუდმივად ნერგავს და ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციონალებს, როგორებიცაა: გადარიცხვები, მარტივი ინტერფეისი, მოქნილი პერსონალიზაცია და კიდევ მრავალი სხვა.

 

მაისში ციფრულ ბანკს კიდევ რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებაში დაგეხმარება:

 

დააკოპირე ბარათის ნომერი მარტივად – ნებისმიერი ბარათის მონაცემებს  უკვე აპლიკაციიდან ნახავ და დააკოპირებ ბარათის ნომერს, პირდაპირ ჩემი პროდუქტების გვერდიდან.

 

შეამოწმე ოვერდრაფტის ლიმიტი – თუ ოვერდრაფტით სარგებლობ, ახლა უკვე ჩემი პროდუქტების გვერდიდან შეძლებ აკონტროლო ლიმიტიდან გამოყენებული და ხელმისაწვდომი თანხა.

 

განაახლე აპლიკაციის ვერსია – ციფრული ბანკიდან უკვე შესაძლებელია შეამოწმო და განაახლო აპლიკაციის ვერსია, თანაც პირდაპირ პარამეტრების გვერდიდან.

 

გააზიარე შენი IBAN QR კოდით – მეგობართან ანგარიშის ნომრის კიდევ უფრო მარტივად, დაკოპირების გარეშე გასაზიარებლად, ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა. QR კოდს ჩემი ანგარიშების გვერდზე, გაზიარების ღილაკზე დაჭერით იპოვი.

 

ნახე ვიდეო: https://youtu.be/kximL9mPoLc 

 

თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის. ციფრული ბანკის ახალი ფუნქციონალებით სარგებლობისთვის კი, არ დაგავიწყდეს აპლიკაციის განახლება. 

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement