
ავტორი
Front News საქართველო
ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორმა, დოქტორმა პანთელის კალაიძიდისმა.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ვოლოსის აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დემეტრიას მიტროპოლიტი იგნატიუსი.
საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას. უკვე რამდენიმე წელია, უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტი აქვს ვოლოსის აკადემიასთან, მემორანდუმის გაფორმებით ეს ურთიერთობები ოფიციალურ ფორმატზე გადავიდა.
ახალი საქართველოს უნივერსტეტის დელეგაცია გაეცნო ვოლოსის აკადემიის საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს. თანამშრომლობის ფარგლებში დაისახა სამომავლო გეგმები.
თაგები:
მეუფე გრიგოლი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს