ახალციხესა და ვაზიანში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გარბენი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ახალციხესა და ვაზიანში გარბენი გაიმართა.
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ახალციხეში, ხოლო მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
მარათონს თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდებიან და დისლოკაციის ადგილების მიხედვით დასახლებულ პუნქტებში გარბენებს განახორციელებენ.
სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
თაგები:
სამხედროები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს