
ავტორი
Front News საქართველო
ახალციხეში, სოფელ ურაველში კორონავირუსით ერთდროულად 41 ადამიანი დაინფიცირდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ქელეხს უკავშირდება.
ინფიცირებულს შორის არიან ბავშვები და ორსულები.
“19 ოჯახიდან 41 პირი დაინფიცირდა. ერთი ახალშობილია, ორი წლამდე ასაკის ბავშვია, ოთხი – ერთიდან რვა წლამდე ბავშვი, დანარჩენები მოზრდილები არიან. ოთხი ადამიანი თანმხლები დაავადებით მოთავსებულია ახალციხისა და ადიგენის კლინიკებში, ორი უკვე გაეწერა. ორი ორსული დაინფიცირდა. ერთ-ერთი ორსული პატარა ბავშვით თბილისშია გადაყვანილი. ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბინაზე ვინც არიან, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვუკავშირდებით ტელეფონით და ვუნიშნავთ შესაბამის მკურნალობას. სავარაუდოდ, ყველა გასვენების კლასტერია.
სამშაბათს სოფელში დაიტესტა მთელი მოსახლეობა, 123 ადამიანი და გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. როგორც კი ჩაცხრება მდგომარეობა, დავიწყებთ სოფელში ვაქცინაციას“, – აცხადებს სოფელ ურაველის ექიმი ჯულიეტა კაპანაძე.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს