ახალციხეში, საკუთარ სახლში 67 წლის ქალის ცხედარი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
67 წლის ქალი ახალციხეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულია.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილის სახლი იყო არეული, ცხედარს სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
მათივე თქმით, ქალი ორი დღის განმავლობაში არ უნახავთ, სახლში შესულებს კი ის გარდაცვლილი დახვდათ.
გარდაცვლილი სახლში მარტო ცხოვრობდა. ის სოციალურად დაუცველი იყო.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თაგები:
