“ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი”


ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, ახლა საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, რომელიც არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა.
"ევროკავშირი სრულადაა ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაჭრაზე ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ წინა მისიის დროს საკითხებს კარგად გავეცანით. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რა შეხედულებები აქვთ სხვებს. ასევე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს მათი საქმეა, რომ იპოვონ შეთანხმება და კომპრომისი. ჩვენ მხოლოდ მათი მხარდაჭერა შეგვიძლია და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია დასახმარებლად. ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი. ხაზი უნდა გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე, ის არის სიძლიერე. კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი საქართველოში, კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს