Logo

“ახლა ჩემს პირად საქმეზე, უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე მაღლა დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი”

Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, "მთავარ არხთან" საუბრობს. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა, მის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე მაღლა, საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას, ამიტომ ბრძოლის ამ ეტაპზე, ქართველი ხალხის გვერდით, ყველაფრის მიუხედავად, იქნება.

"მე ვარ სპეციალისტი ამ კონვენციის, იმიტომ რომ თავის დროზე ვიყავი პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც მიიღო დიპლომი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან არსებულ საგამოძიებო კომისიაში, ადამიანის უფლების სამართალში. ამიტომ, მე ზუსტად ვიცი, რატომ დასჭირდა ამდენი წელი ამ ყველაფრის წარმოებაში მიღებას – იმიტომ რომ უნდა ამოწურულიყო შიდა დაცვის ყველა საშუალება. ახლა მთავარი ნაბიჯი გადადგმულია, საქმე მიღებულია წარმოებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორი კატეგორიის ხალხი არსებობს საქართველოში – ერთი, ვინც იცის, რომ თავიდანვე ეს საქმეები იყო ბლეფი, ყალბი და არ უნდა დაწყებულიყო და მეორე, ვინც გულის სიღრმეში მაინც იცის, რომ საქმეები მთლიანად ფუყეა, უსამართლოა, მაგრამ იმდენად უნდა ჩემი მოშორება, რომ მზად არის, ამ უსამართლობაზე დახუჭოს თვალი. ეს მეორე კატეგორია აბსოლუტურ უმცირესობაშია. 

მიუხედავად იმისა, როდის გამოიტანს სტრასბურგი საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მე მაქვს სიმართლის დაგენის იმედი, როგორც არასდროს ამ ბოლო გადაწყვეტილებების, კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ყველანაირად ვიქნები ჩვენი ხალხის გვერდით ამ გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი ბრძოლის. ვინაიდან ახლა ჩემს პირად საქმეზე, ჩემს უსაფრთხოებაზე და სიცოცხლეზე მაღლა დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი და აქ მე, სტრასბურგთან ერთად და სტრასბურგის გარეშეც, ვერაფერი ვერ შემაჩერებს, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

თაგები:

Advertisement