“ახლა ჩვენ აქ ვართ, 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ”


ავტორი
Front News საქართველო
თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში შემოსვლამდე თქვენს გამონათქვამებს, თქვენ თქვით ასეთი რამ: პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“ და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ. ახლა ჩვენ აქ ვართ, 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ, – ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს.
"ე.ი თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ერთ დეპუტატს აქვს რაიმე ტიპის უფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე, ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტრუობა და ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენ გვერდით მყოფ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხეთ ხოლმე, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო. ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია.
რაც შეეხება კულტურას, ბატონო ალეკო, ფარისევლობა შეგატყეთ, რადგან ვითომ წუხხართ. რა გაცინებთ, თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან, რა თავს აქიცინებთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც ვითომ წუხს ბათუმის ბულვარსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი ადამიანი ჩემს კომიტეტში, რომელიც იმის წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა თავისი სამინისტრო, თქვენ ხართ. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროსს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის. ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა. შესაბამისად, ღმერთს ადამიანისთვის ენა იმისთვის არ მიუცია და მით უმეტეს, კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:


“რა გაცინებთ, თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან, რა თავს აქიცინებთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი”

კახა კალაძე – ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ, და აუცილებლად გავიმარჯვებთ

მიხეილ სააკაშვილი – ძალა ერთობაშია და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, აქ ვარ თქვენ შორის და თქვენთან ერთად