Logo

“ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი სისუსტის ნიშანი არაა, სიძლიერის გამოვლინებაა”

საზოგადოება
1315
Frontnews image description

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერს ნიშანია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი და ველი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას, რათა დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი სისუსტის ნიშანი არაა, სიძლიერის გამოვლინებაა, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა", – განაცხადა დანიელსონმა. 

მისი თქმით, ის საქართველოში დარჩენას 3 დღის განმავლობაში გეგმავს.

კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.
 

თაგები:

Advertisement