
ავტორი
Front News საქართველო
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაზის გაძვირების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"გიხაროდენ დედაქალაქო ბედნიერო. თქვენმა რჩეულმა, ფსიქოლოგიურად სამტრედიელმა ვაგონის პრავადნიკმა, სპორტულად ავტოგოლამ, თქვენებურ–ქალაქურ-ტოურად ძალად-გასვეტებულმა თბილისის მერმა, კალაძემ ისევ გაგიზარდათ გაზის ტარიფი. ახლა კვლავ დათვალეთ ჩემი ხელფასი და ჩემი სახლის აგურები და შემოდგომაზე კვლავ ნუ მოგვცემთ ხმას. ჰოდა უარეს შედეგებსაც უსწრაფესად ნახავთ. წარმატებებს გისურვებთ"-წერს ნათელაშვილი.
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბერ მეტრზე ტარიფი 7.8 თეთრით გაეზრდება. ეს გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მიიღი.
კომპანია "თბილისი ენერჯის" განცხადებით, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის, რაც ლარის კურსის ცვლილებითა გამოწვეული, ამის გამო კომპანიას 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.
გაზის ახალი ტარიფი ძალაში 2021 წლის პირველი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს