“ახლა ცდილობს გიორგი ვაშაძე, რომ ამ სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ცოტა ნერვებმა უმტყუნა”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტის მიზანს ნიკა მელიას ციხეში ჩატოვება წარმოადგენს.
ის საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერზეც, გიორგი ვაშაძეზე და თვლის, რომ როცა ნიკა მელია ციხეში ზის, მომავალ არჩევნებზე საუბარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, უხერხულია.
"ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის კანონი კი არ შეიტანა განსახილველად, არამედ შეიტანეს კანონი, თუ როგორ უნდა ჩატოვონ ადამიანი ციხეში. რეალურად, იციან წინასწარ მისი პოზიცია ამ ამნისტიასთან დაკავშირებით და მის თანხმობას ითხოვენ კანონით. უპრეცენდენტო შემთხვევაა, საერთოდ, მსოფლიოს იურისპრუდენციაში ასეთი ამნისტია მე არ გამიგია. საერთოდ, ვიტყოდი, რომ ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში გიორგი ვაშაძის მხრიდან. როდესაც ნიკა მელია ზის ციხეში, ზოგადად ამ თემებზე საუბარი უხერხულია. ადამიანი ზის ციხეში და ეს მომავალ არჩევნებზე საუბრობს.
მე მესმის მათი, იჩქარეს ჩვეულებრივად თავის დროზე, ახლა ცდილობს გიორგი ვაშაძე, რომ ამ სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს. მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა განსაკუთრებით გუშინ, იმედია, რომ დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება", – აცხადებს კობა ნაყოფია.
თაგები:





