“ახლა ტვირთის ჩამოკიდება ნიკა მელიაზე, ან ეს აირჩიოს, ან ის, არ არის მართებული არც ერთი პარტიის მხრიდან”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, სანამ დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ, ნიკა მელიასთან სატელეფონო კავშირი მაინც უნდა ჰქონოდათ და ის, საქმის კურში ჩაეყენებინათ.
"ნიკა უნდა გათავისუფლდეს ისე, რომ მის რეპუტაციას არანაირია ჩრდილი არ მიადგეს. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი პარტიისთვის. ამას მოჰყვა ჩვენი გარკვეულწილად უკმაყოფილება იმ ხელმოწერით, რომელიც შედგა. ჩემი პერსონალური მოსაზრება არის ასეთი: როდესაც პარტიებმა გადაწყვიტეს, ხელი მოეწერათ ამ დოკუმენტისთვის, ელემენტარულად შესაძლებელი იყო თუნდაც ნიკა მელიასთან სატელეფონო კავშირი დამყარებულიყო, ისიც ჩაეყენებინათ საქმის კურში, ვინაიდან იმ შეთანხმების გარდა, როგორც ჩვენ ვნახეთ, გარკვეული სიტყვიერი დათქმებიც არსებობდა და ამის შესახებ ნიკა საქმის კურში უნდა ყოფილიყო, რადგან მას პერსონალურად ეხებოდა ეს თემა. ამიტომ, ახლა ტვირთის ჩამოკიდება ნიკა მელიაზე, ან ეს აირჩიოს, ან ის, არ არის მართებული არც ერთი პარტიის მხრიდან", – განაცხადა უდუმაშვილმა.
თაგები:





